Dailies® All Day Comfort Toric - ერთდღიანი ასტიგმატური კონტაქტური ლინზა, რომელიც იდეალურია თანამედროვე, აქტიური და მგრძნობიარე თვალის მქონე ადამიანისთვის. მათთვის ვინც ხშირად მოგზაურობს, ვინც სპორტის ისეთი სახეობებითაა დაკავებული, როგორიცაა ცურვა, კალათბურთი, სამთო-სათხილამურო სპორტი და ა.შ. უნიკალური დამატენიანებელი ფაქტორის წყალობით უზრუნველყოფს ლინზის დატენიანებას თვალის ყოველი დახამხამების დროს. აქვს გასაოცარი კომფორტი ლინზის თვალში მოხვედრის მომენტიდან მთელი დღის განმავლობაში.