მომსახურების წესები და პირობები

 

ინტერნეტ-მაღაზია


www.kenarishop.ge - ინტერნეტ-მაღაზია სადაც ხორციელდება საიტზე არსებული პროდუქტის გაყიდვა.

 

საერთო პირობები


შეთანხმების მხარეები ურთიერთობების რეგულირებისას იხელმძღვანელებენ ვალდებულებების შესახებ სამარათლის კანონის, საქართველოს სხვა კანონების და საკანონმდებლო აქტების გათვალისწინებით და შეთანხმებული ხელშეკრულებით. მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება www.kenarishop.ge -ს მომსახურებაში.

 

საქონელი და შესყიდვა


პროდუქტის გვერდზე მითითებულია პროდუქტის მიწოდების სავარაუდო დრო რაც შესაძლებელია შეიცვალოს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. საიტზე მითითებული დროისთვის პროდუქტის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია ელ. ფოსტაზე სავარაუდო მიწოდების თარიღთან დაკავშირებით. მომხმარებელი რეცეპტის (საჭიროების შემთხვევაში) მიხედვით ავსებს კონტაქტური ლინზის ყველა საჭირო პარამეტრს და თავად იღებს პასუხისმგებლობას შეკვეთილი პროდუქტის პარამეტრების სისწორეზე. პროდუქტის შეძენა დადასტურებულად ითვლება კონტაქტური ლინზის ყველა პარამეტრის შევსების, ასევე რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების (სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი) შევსების და გადახდის განხორციელების შემდეგ.

 

პროდუქციის ფასები


საიტზე თითოეულ პროდუქციას მითითებული აქვს ფასები ეროვნულ ვალუტაში დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. Kenarishop.ge-ს უფლება აქვს შეცვალოს პროდუქტზე ფასები წინასწარი გაფრთხილების გარეშე. თუ მიმწოდებელმა შეცვალა ფასი მომსახურების მიმღების მიერ შეკვეთის გაფორმების და ღირებულების გადახდის შემდეგ, მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს პროდუქცია მომხმარებელს იმ ფასად, რომელიც შეკვეთის გაფორმების დროს იყო ასახული. მომსახურების მიმღებს არ აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია ფასის განსხვავებისთვის.

 

მიწოდების ვადები და პირობები


შეძენილი პროდუქტის მიწოდება მოხდება პროდუქტის გვერდზე მითითებულ ვადებში გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა რაც მოცემულია პუნქტში ’’საქონელი და შესყიდვა“ . პროდუქციის მიწოდების საფასური დადგენილია მიმწოდებლის მიერ და შესაძლებელია შეიცვალოს გადამზიდავი კომპანიის მიერ პირობების შეცვლის შესაბამისად.

 

თანხის უკან დაბრუნება


მომხამარებელს შეუძლია მოითხოვოს შეკვეთის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება. მოხმარებელი უნდა დაუკავშირდეს მიმწოდებელს ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@kenarishop.ge და მიაწოდოს შეკვეთის დეტალები: ნომერი, სახელი, გვარი და შეკვეთის გაუქმების მიზეზი. შეკვეთის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა უკვე არ არის გაგზავნილი მომხმარებლის მისამართზე ან გაკეთებული არ არის ინდივიდუალური შეკვეთა მწარმოებელ კომპანიასთან.

 

საქონლის უკან დაბრუნება


გაყიდული საქონელი უკან ბრუნდება მხოლოდ ქარხნული წუნის შემთხვევაში. თუ მომხმარებელი საქონლის მიღებიდან ერთი დღის განმავლობაში აღმოაჩენს ქარხნულ წუნს, უკავშირდება კომპანიას წერილობითი ფორმით ელ. ფოსტაზე info@kenarishop.ge და აწვდის ინფორმაციას შეკვეთის და დეფექტის შესახებ. მომხმარებელმა უნდა მოახდინოს წუნიანი პროდუქტის დაბრუნება ორიგინალ შეფუთვასთან (ბლისტერი, კოლოფი) ერთად. კომპანია იტოვებს უფლებას დამატებითი დეტალების გამოსარკვევად მომხმარებელს შესთავაზოს დამატებითი გზა რათა დადგინდეს პროდუქტის გამოყენებამდე დეფექტის არსებობა. Kenarishop.ge უკავშირდება მწარმოებელ კომპანიას, აწვდის ინფორმაციას წუნიან პროდუქტზე და აგზავნის მას ექპერტიზისთვის. მწარმოებლის მიერ მოწოდებული დასკვნის მიღების შემდეგ ხდება შესაბამისი ღონისძიების გატარება. თუ დადგინდა წარმოების დეფექტი, მიმწოდებელი არ არის ვალდებული დეფექტური პროდუქტისთვის დააბრუნოს ფული, არამედ მხოლოდ შეცვალოს ისინი იგივე მახასიათებლების მქონე ახლით. თუ მწარმოებლის ექსპერტიზაზე დადგინდა, რომ პროდუქტი არ იყო დეფექტური და მისი მოხმარებისას დარღვეული იქნა სარგებლობის და მოვლის პირობები, მაშინ მიმწოდებელს არ ეკისრება ვალდებულება შეცვალოს პროდუქტი, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ექსპერტიზის ხარჯების საფასური.

 

უსაფრთხოება


მომხმარებელი www.kenarishop.ge-ზე რეგისტრაციით აცხადებს თანხმობას მისი პირადი მონაცემების გამოყენებაზე რაც საჭირო იქნება საქონლის შეძნისას და მისი მიწოდების დროს. მომხმარებელს უფლება აქვს შეცვალოს პირადი მონაცემები პირად ანგარიშში (მისამართი, საკონტაქტო ნომერი) შეკვეთის განთავსებამდე. შეკვეთის დადასტურება გამყიდველის მიერ მოხდება თანხის ჩარიცხვის შემდეგ მომხმარებლის ელ. ფოსტაზე.

 

გარანტია


პროდუქტზე გარანტია არ მოქმედებს გარდა ქარხნული დეფექტისა რომელიც აღწერილია პუნქტში ’’საქონლის უკან დაბრუნება“. პროდუქტი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ დარღვეულია მოხმარების წესები და ვადები.

 

აზრთა სხვაობები


სამომხმარებლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული აზრთა სხვაობები წყდება ორივე მხარის მოლაპარაკებით. შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში დავა წყდება სასამართლო წესრიგის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

 

გამოყენების პირობები


მომხმარებლისთვის აუცილებელია ხელშეკრულების პირობების გაცნობა. შეკვეთის გაფორმებისას მომსახურებით მოსარგებლე პასუხისმგებლობას იღებს რომ:

 

  • კონტაქტური ლინზა დანიშნული აქვს ექიმის ან ოპტომეტრისტის მიერ და იცის მათი მოხმარება
  • იცის საკუთარი ლინზების პარამეტრები და ოპტიკური ძალა
  • იცის იმ საშიშროებების შესახებ, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას კონტაქტური ლინზების არასწორად გამოყენებისა და მოხმარების ვადების დარღვევის შედეგად.

 

 

დასკვნა

 

იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი წინააღმდეგობაში მოვა კანონთან ან სხვა სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში, მოცემული ხელშეკრულება არ უქმდება და მომსახურების მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას შეუსაბამო პუნქტი შეცვალოს ახლით. ხელშეკრულების თავების გამოყენებული სათაურები განკუთვნილია მხოლოდ ტექსტის კითხვის გასაადვილებლად, და არ გააჩნიათ იურიდიული განმარტების არსი.


კალათა  

კალათა ცარიელია

სულ 0,00 ლარი

გადახდა

შემოგვიერთდით